Samstag, 30. Dezember 2017

ფინიკიელები

დღევანდელი ლიბანის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც ბერძნები ფინიკიელებს უწოდებდნენ. ეს ხალხი დღეს აღარ არსებობს, მაგრამ ფინიკიელებმა შეცვალეს მთელი მსოფლიოს მომავალი ცხოვრება, ვინაიდან პირველებმა შექმნეს ანბანური დამწერლობა. რომ არა ფინიკიელები, დამწერლობა დარჩებოდა ხელმისაწვდომი მხოლოდ საზოგადოების ელიტარული და არისტოკრატიული ნაწილისთვის, წერა–კითხვის სწავლა იქნებოდა ისეთი რთული და ხანგრძლივი პროცესი, როგორც ეგვიპტესა და შუამდინარეთში.
 როგორ მივიდნენ უძველესი ზღვაოსნები დამწერლობის გამარტივებამდე?
მათ არ ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა და იყენებდნენ ლურსმულ, აქადურ დამწერლობას, რაც სირთულეებს ქმნიდა ყოველდღიურ საქმიანობაში. 600 ასო–ნიშნის სწავლას და გამოყენებას დიდი დრო სჭირდებოდა. ამიტომ შექმნეს ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც მხოლოდ თანხმოვნებისგან შედგებოდა და როცა ბერძნებმა დაიწყეს მისი გამოყენება თანხმოვნებს ხმოვნები დაუმატეს. ანბანური დამწერლობა უფრო სრულყოფილი გახდა.
ასე გამოიყურებოდა 22 ფინიკიური თანხმოვანი და ანბანი ძვ. წ. I ათასწლეულში, დაახლოებით 3500 წლის წინ.
მსოფლიოს ყველა ანბანური დამწერლობა ფინიკიური და ბერძნული ანბანის საფუძველზე შეიქმნა.ქართული ანბანის ისტორიაც უძველეს დროში იღებს სათავეს და მიუხედავად მრავალი თეორიის არსებობისა,ის დამწერლობის სხვა სახეობებთან ერთად რჩება მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრად.