ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II დაიპყრო იერუსალიმი და დაანგრია სოლომონის ტაძარი. ებრაელები ამ ტყვეობიდან გაათავისუფლა აქემენინთა ირანის დამაარსებელმა კიროს II. მას ებრაელმა ხალხმა გმირი, მხსენლი უწოდა და ბიბლიაში დიდი პატივით მოიხსენიება. მალე ებრაელებმა სოლმონის ტაძარიც აღადგინეს.
ჯუზეპე ვერდის ოპერა "ნაბუქო" სწორედ ნაბუქოდონოსორ II ლაშქრობის და იერუსალიმის დაპყრობის ამბავს გადმოგვცემს. მასში ნაჩვენებია ებრაელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის .
გუნდის მელოდია, ლოცვა რომელსაც ებრაელი ტყვეები ასრულებენ – "Va Pensiero sull'ali dorate–"გაფრინდი ოცნებავ!" შემდეგ იტალიის გაერთინების მოძრაობის, "რისორჯიმენტოს "და იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. ოპერამ ვერდის დიდი სახელი და ფინასური წარმატება მოუტანა.წარმატებამ ის ისევ აქტიური ცხოვრებისკენ შემოატრიალა, მიღებული თანხით ვალები გადაიხადა და Le Roncole–ში, სადაც დაიბადა მცირე მამულიც შეიძინა. აბიგაილის პარტია მისმა მომავალმა მეუღლემ ჯუზეპინა სტრეპონიმ შეასრულა. მანამდე რამდენიმე ხნით ადრე ჯუზეპე ვერდის გარდაეცვალა მეუღლე მარგარიტა და ქალიშვილი (1840წ.) აღწერა:
ოპერა " ნაბუქო" შედგება 4 აქტისგან.
1. იერუსალიმი. მოქმედება ხდება სოლომონის ტაძარში.
2. ბოროტმოქმედი. 1 მოქმედების გარდა ყველა ამბავი ბაბილონში ვითარდება
3. წინასწარმეტყველება.
4. კერპების განადგურება.
1 აქტი:
იერუსალიმს თავისი ჯარით ემუქრება ნაბუქოდონოსორი, მაგრამ სოლომონის ტაძრის უმაღლესი ქურუმი ზაქარია საკუთარ ხალხს, ებრაელებს არწმუნებს არ დაკარგონ ღმერთის იმედი. მათ ტყვედ ჰყავთ ნაბუქოს ასული ფენენა. ზაქარია ფენენას გადასცემს ისმაილს, რომელიც იერუსალიმის მეფის ცედეკიას ნათესავია. ისინი იხესენებენ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ბაბილონში, სადაც ისმაილი ტყვედ იყო და ფენენას დახმარებით გაიქცა ისევ იერუსალიმში. ამ დროს მათთან მიდის ნაბუქოს მეორე ასული აბიგაილი. ის ისმაილს მოსთხოვოს დაანებოს თავი ფენენას და დაუბრუნდეს მას, რადგან აბიგაილიც ეტრფის ისმაილს. როცა ისმაილისგან უარს მიიღებს, მას შურისძეიებით ემუქრება.
იერუსალიმში შემოდის ნაბუქოდონოსორი, ის დაიკავებს ქალაქს და ტაძარს. ისმაილი ფენენას ათავისუფლებს ზაქარიასგან და ფენენა უბრუნდება მამას, ნაბუქოს. ისმაილი იმსახურებს საკუთარი ხალხის წყევლას.
2.მეორე აქტში აბიგაილი ერთ–ერთი დოკუმენტიდან იგებს, რომ მონა, მხევალი ქალის შვილია და მას ტახტი არ ეკუთვნის, რეალური მემკვიდრე ფენენაა. ის გადაწყვეტს ძალუფლება მაინც ჩაიგდოს ხელში. მას ეხმარება ბაალის უმაღლესი ქურუმი. ისინი სარგებლობენ, რომ ნაბუქო ებრაელებთან ომის გამო ქალაქში არ არის და როცა აბიგაილი ცდილობს ფენენას გვირგვინი წარსტაცოს, სწორედ ამ დროს ბრუნდება ნაბუქო. ის გვირგვინს თვად იდგამს და აცხადებს, რომ ამიერიდან არის არა მეფე, არამედ ღმერთი. რის შემდეგაც მას ელვა დასცემს ძირს და მეფე შეიშლება.
3. მესამე აქტში "წინასწარმეტყველება," ფენენა აიღიარებს იუდაიზმს და სურს დაეხმაროს ებრაელ ხალხს. მას ებრაელებთან ერთად სასიკვდილო განაჩენი ელის. ნაბუქოს ცნობიერება არეული აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს საკუთარი შვილის სიკვდილი შეაჩეროს. აბიგაილმა მას ხელი მოაწერინა ებრაელების და ფენენას დასჯის ბრძანებაზე. როცა ნაბუქო ხვდება რა ჩაიდინა, ის აბიგაილს ემუქრება, რომ მის მდაბიო წარმოშობას ხალხს გაუმხელს და ამით გაანადგურებს მის ძალაუფლებას. აბიგაილი ნაბუქოს დაპატიმრებას ბრძანებს. ზაქარია საკუთარ ხალხს მაინც ამხნევებს და ბაბილონის დასასრულს წინასწარმეტყველებს.
4. "კერპების მსხვრევა:" ნაბუქო ხედავს საკუთარ შვილს ფენენას, რომელიც დასასჯელდა მიჰყავთ. ის ებრაელთა ღმერთს პატიებას შესთხოვს და მისი დანგრეული საკურთხევლის აღდგენას ჰპირდება. მეფეს უეცრად უბრუნდება საღი აზროვნება, შემდეგ ერთგული მცველი აბდალო მას ათავისუფლებს და ერთად მიდიან ბაალის ტაძარში.ნაბუქო ათავსიუფლებს უდანაშაულო ფენენას, ამსხვრევს კერპებს და ებრაელებს აღუთქვამს თავისუფლებას.ნაბუქოს მეორე ქალიშვილი აბიგაილი თავს საწამლავით იკლავს. ებრაელები ზეიმობენ გამარჯვებას. ცხადია თვისუფლებისათვის ბრძოლის ეს ამბავი აძლიერებს ეროვნულ გრძნობებს და ვერდის ოპერის ნაწყვეტები იტალიელი ხალხისთვის, რომელიც გაერთიანებისთვის იბრძოდა ახლობელი გახდა, ხოლო მისი მუსიკა თითქმის ეროვნულ ჰიმნად იქცა. 1987 წელს ლა სკალაში ჩაწერილი " ნაბუქო" რიკარდო მუტის დირიჟორობით. რიკარდო მუტი თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთსო დირიჟორია. ის ლა სკალაში მოღვაწეობს 1986 წლიდან. იქ, სადაც წლების მანძილზე მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი.
ნ. ანდღულაძე
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen