–კაცო, აქ რამ გაგაჩერა, მტკვარში ხომ არ გინდა გატახტე?
– ლამის გადავხტე, მაგრამ თავი არ მემეტება.
მიუგო ვაჟამ და თავისი გასაჭირი მეგობარს უამბო.პეტრემ ვაჟა ძლივს დაითანხმა, ეტლში ჩასვა და ორთაჭალაში " გიჟ თარხანას " ბაღში წაიყვანა. იცოდა, ვაჟას სასმელი რომ მოერეოდა, დარდი გაუქრებოდა. მართლაც რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვაჟა წამოდგა და ხმამაღლა დასჭექა:
დამისხი დამალევინე, ეს ღვინო ოხერ–ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ორ წუთში ყარაჩოხელები ბოხი ხმით მღეროდნენ ვაჟას ლექსს. პოეტსაც ჯავრი გადაეყარა და გამხიარულდა.
ამ დროს სუფრასთან მივიდა მაღალი ახალგაზრდა.
–ბატონო ვაჟა, მე ერთი ობოლი კაცი ვარ, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს. დილით ბაზარში რომ დაგინახეთ, აზნაური მეგონეთ, ვიფიქრე ამას მაინც ბევრი ქონება ექნება–მეთქი და გითვალთვალებდით. თქვენი ქისა მე ჩავიდე ჯიბეში და მერე აქეთ საქეიფოდ წამოვედი.
ერთი ხელით ვაჟას ქისა მიაწოდა,მეორეთი ჯამი დალია, პოეტი ადღეგრძელა და წავიდა.
პეტრე უმიკაშვილი გაოცდა.
ხედავ, ქურდსაც სინდისი ჰქონიაო.
დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
ბედის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია..
ვერ მააწონებ კარგ ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია.
ასრულებს საქართველოს სახალხო არტისტი, ბარიტონი
დავით გამრეკელი (1911–1977წწ.)
ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა "დაისში" გამოიყენა ვაჟას იმდროისთვის უცნობი ლექსი. ოპერის ლიბრეტო დაწერა ვალერიან გუნიამ და ლექსში მცირე ცვლილებები შეუტანია. "დაისის" პოპულარობის შემდეგ "დამისხი, დამალევინე!" საკმაოდ ცნობილი გახდა და ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურაში.
ვაჟას ეს ლექსი XXI საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას
და ახალი სახით ბრუნდება.
ნ. ანდღულაძე
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen