Sonntag, 1. April 2018

25 მნიშვნელოვანი ბრძოლა


                               ბრძოლები 
1. სამგორის ბრძოლა 502 წელი (დაიჭრა ვახტანგ გორგასალი, ებრძოდა სასანიანთა  ირანს, გარდაიცვალა უჯარმაში)
2. დიდი ომიანობა 542-562წწ. (ირანი და ბიზანტია იბრძოდნენ ერთმანეთს  ეგრისში, ხოსრო I ანუშირვანი და იუსტინეანე I)
3. შირიმნის ბრძოლა 1021წ. (გიორგი I ებრძოდა ბასილი II ბულგართმჟლეტელს და  დამარცხდა, დაკარგა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები. 1023 წ. დადო ზავი ბიზანტიასთან)
4. მანასკერტის ბრძოლა 1071 წ. ( თურქები ებრძოდნენ ბიზანტიელებს, დაატყვევეს მათი იმპერატორი რომანოზ IV, რომელიც გამოისყიდეს მიწების სანაცვლოდ)
5. ერწუხის ბრძოლა 1104 წ. (დავით აღმაშენებელი ებრძოდა განძის ათაბაგს და დაამარცხა, მას უკავშირდება ამბავი დავითის სისხლიანი ჯავშნის, ჯაჭვის პერანგის შესახებ, დავითმა ბრძოლის შემდეგ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი)
6. დიდგორის ბრძოლა 1121 წ. 12 აგვისტო (დავით IV იბრძოდა ბაღდადის მმართველის ილ-ღაზის წინააღმდეგ, ის იყო მაჰმადიანთა გაერთიანებული ჯარის მეთაური)
7. შამქორის ბრძოლა 1195 წ. (დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა გაიმარჯვეს აზერბაიჯანის ათაბაგის აბუ-ბაქრის წინააღმდეგ)
8. ბასიანის ბრძოლა 1202 წ. (რუმის/კონიის მმართველის რუქნ ად-დინის (თურქ-სელჩუკი) წინააღმდეგ, გაიმარჯვეს ქართველებმა)
9. გარნისის ბრძოლა 1125 წ. (გაიმართა სომხეთის ტერიტორიაზე, ჯალალ-ად-დინის წინააღმდეგ, ქართველები დამარცხდნენ ღალატით, შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა)
10. ჩიხორის ბრძოლა 1463 წ. (გიორგი VIII-ს ებრძოდა იმერეთის მეფე ბაგრატ VI, გიორგი VIII დამარცხდა)
11. ფარავნის ბრძოლა 1465 წ. (გიორგი VIII-ს ებრძოდა სამცხის მთავარი ყვარყვარე II, მეფე დამრცხდა და ტყვედ ჩავარდა)
12. მურჯახეთის ბრძოლა 1535 წ. (იმერეთის მეფე ბაგრატ III იბრძოდა სამცხის მთავარ ყვარყვარე III–ის წინააღმდეგ, მეფემ გაიმარჯვა და იმერეთს  შეუერთდა სამცხე)
13. სოხოისტას ბრძოლა 1545 წ. (იმერეთის მეფე ბაგრატ III ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში  დამარცხდა, თურქებმა ფეხი მოიკიდეს სამხრეთ საქართველოში)
14. გარისის ბრძოლა 1556 წ. (ქართლის მეფე ლუარსაბ I და მისი შვილი სვიმონ I-განჯის ბეგლარბეგის შაჰვერდის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ლუარსაბ I ამ ბრძოლაში დაიღუპა)
15. მუხრანის ბრძოლა 1582 წ. (სივიმონ I და ოსმალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ქართლის მეფემ გაიმარჯვა)
16.ტაშისკარის ბრძოლა1609 წ. (გიორგი სააკაძემ ოსმალები დაამრცხა, თევდორე მღვდელი მოკლეს თურქებმა, რადგან მან არ უჩვენა მტერს მეფის სამყოფელი)
17.მარტყოფის ბრძოლა 1625 წ. 25 მარტი (გიორგი სააკაძე-ირანის წინააღმდეგ გამოვიდა, ყარჩიხა-ხანი სააკაძემ თვად მოკლა, ქართველებმა გაიმარჯვეს, შაჰმა დასაჯა სააკაძის შვილი პაატა)
18.მარაბდის ბრძოლა 1625 წ. 1 ივლისი (ირანელები-ისახან ყორჩიბაშის ხელმძღვანელობით მოვიდნენ ქართლის დასასჯელად, ბრძოლაში დაეცნენ: ცხრა ძმა ხერხეულიძე, 10 000 ქართველი, დიღუპა 14 000 ყიზილბაში)
19.ბაზალეთის ბრძოლა 1626 წ. (გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I კახეთის მეფე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მეფემ გაიმარჯვა, სააკაძე ოსმალეთში წავიდა და 1629 წელს იქ მოკლეს)
20.ყირბულახის ბრძოლა 1751 წ.  28 ივლისი (ერეკლე II 3 000 მეომრით დაამარცხა აზატ-ხანი,  ადარბადაგანის მფლობელი, რომელსაც 18 000 ჯარი ჰყავდა. ეს იყო ლეგედარული სამხედრო წარმატება.)
21.მჭადიჯვრის ბრძოლა 1754 წ. (ერეკლემ დაამარცხა ნუსალ-ბეგი ავარიის- დაღესტნის მფლობელი)
22.ყვარლის ბრძოლა 1755 წ. (ერეკლემ მეორედ დაამარცხა ნურსალ-ბეგი)
23.ხრესილის ბრძოლა 1757 წ. 14 დეკემბერი (სოლომონ I–მა დაამარცხა ოსმალები და აკრძალა ტვეების გაყიდვა, მამლუქების გაყვანა)
24.ასპინძის ბრძოლა 1770 წ. 20 აპრილი (ერეკლე II დაამარცხა ოსმალები, ტოტლებენისა და რუსების დახმარების გარეშე)
25.კრწანსის ბრძოლა 1795 წლის 11 სექტემბერი (აღა-მაჰმად ხანის შემოსევა, ღალატით მარცხი და 300 არაგველის გმირობა)

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen