Sonntag, 1. April 2018

საქართველოს ისტორია

25 მნიშვნელოვანი ბრძოლა


                               ბრძოლები 
1. სამგორის ბრძოლა 502 წელი (დაიჭრა ვახტანგ გორგასალი, ებრძოდა სასანიანთა  ირანს, გარდაიცვალა უჯარმაში)
2. დიდი ომიანობა 542-562წწ. (ირანი და ბიზანტია იბრძოდნენ ერთმანეთს  ეგრისში, ხოსრო I ანუშირვანი და იუსტინეანე I)
3. შირიმნის ბრძოლა 1021წ. (გიორგი I ებრძოდა ბასილი II ბულგართმჟლეტელს და  დამარცხდა, დაკარგა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები. 1023 წ. დადო ზავი ბიზანტიასთან)
4. მანასკერტის ბრძოლა 1071 წ. ( თურქები ებრძოდნენ ბიზანტიელებს, დაატყვევეს მათი იმპერატორი რომანოზ IV, რომელიც გამოისყიდეს მიწების სანაცვლოდ)
5. ერწუხის ბრძოლა 1104 წ. (დავით აღმაშენებელი ებრძოდა განძის ათაბაგს და დაამარცხა, მას უკავშირდება ამბავი დავითის სისხლიანი ჯავშნის, ჯაჭვის პერანგის შესახებ, დავითმა ბრძოლის შემდეგ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი)
6. დიდგორის ბრძოლა 1121 წ. 12 აგვისტო (დავით IV იბრძოდა ბაღდადის მმართველის ილ-ღაზის წინააღმდეგ, ის იყო მაჰმადიანთა გაერთიანებული ჯარის მეთაური)
7. შამქორის ბრძოლა 1195 წ. (დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა გაიმარჯვეს აზერბაიჯანის ათაბაგის აბუ-ბაქრის წინააღმდეგ)
8. ბასიანის ბრძოლა 1202 წ. (რუმის/კონიის მმართველის რუქნ ად-დინის (თურქ-სელჩუკი) წინააღმდეგ, გაიმარჯვეს ქართველებმა)
9. გარნისის ბრძოლა 1125 წ. (გაიმართა სომხეთის ტერიტორიაზე, ჯალალ-ად-დინის წინააღმდეგ, ქართველები დამარცხდნენ ღალატით, შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა)
10. ჩიხორის ბრძოლა 1463 წ. (გიორგი VIII-ს ებრძოდა იმერეთის მეფე ბაგრატ VI, გიორგი VIII დამარცხდა)
11. ფარავნის ბრძოლა 1465 წ. (გიორგი VIII-ს ებრძოდა სამცხის მთავარი ყვარყვარე II, მეფე დამრცხდა და ტყვედ ჩავარდა)
12. მურჯახეთის ბრძოლა 1535 წ. (იმერეთის მეფე ბაგრატ III იბრძოდა სამცხის მთავარ ყვარყვარე III–ის წინააღმდეგ, მეფემ გაიმარჯვა და იმერეთს  შეუერთდა სამცხე)
13. სოხოისტას ბრძოლა 1545 წ. (იმერეთის მეფე ბაგრატ III ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში  დამარცხდა, თურქებმა ფეხი მოიკიდეს სამხრეთ საქართველოში)
14. გარისის ბრძოლა 1556 წ. (ქართლის მეფე ლუარსაბ I და მისი შვილი სვიმონ I-განჯის ბეგლარბეგის შაჰვერდის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ლუარსაბ I ამ ბრძოლაში დაიღუპა)
15. მუხრანის ბრძოლა 1582 წ. (სივიმონ I და ოსმალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ქართლის მეფემ გაიმარჯვა)
16.ტაშისკარის ბრძოლა1609 წ. (გიორგი სააკაძემ ოსმალები დაამრცხა, თევდორე მღვდელი მოკლეს თურქებმა, რადგან მან არ უჩვენა მტერს მეფის სამყოფელი)
17.მარტყოფის ბრძოლა 1625 წ. 25 მარტი (გიორგი სააკაძე-ირანის წინააღმდეგ გამოვიდა, ყარჩიხა-ხანი სააკაძემ თვად მოკლა, ქართველებმა გაიმარჯვეს, შაჰმა დასაჯა სააკაძის შვილი პაატა)
18.მარაბდის ბრძოლა 1625 წ. 1 ივლისი (ირანელები-ისახან ყორჩიბაშის ხელმძღვანელობით მოვიდნენ ქართლის დასასჯელად, ბრძოლაში დაეცნენ: ცხრა ძმა ხერხეულიძე, 10 000 ქართველი, დიღუპა 14 000 ყიზილბაში)
19.ბაზალეთის ბრძოლა 1626 წ. (გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I კახეთის მეფე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მეფემ გაიმარჯვა, სააკაძე ოსმალეთში წავიდა და 1629 წელს იქ მოკლეს)
20.ყირბულახის ბრძოლა 1751 წ.  28 ივლისი (ერეკლე II 3 000 მეომრით დაამარცხა აზატ-ხანი,  ადარბადაგანის მფლობელი, რომელსაც 18 000 ჯარი ჰყავდა. ეს იყო ლეგედარული სამხედრო წარმატება.)
21.მჭადიჯვრის ბრძოლა 1754 წ. (ერეკლემ დაამარცხა ნუსალ-ბეგი ავარიის- დაღესტნის მფლობელი)
22.ყვარლის ბრძოლა 1755 წ. (ერეკლემ მეორედ დაამარცხა ნურსალ-ბეგი)
23.ხრესილის ბრძოლა 1757 წ. 14 დეკემბერი (სოლომონ I–მა დაამარცხა ოსმალები და აკრძალა ტვეების გაყიდვა, მამლუქების გაყვანა)
24.ასპინძის ბრძოლა 1770 წ. 20 აპრილი (ერეკლე II დაამარცხა ოსმალები, ტოტლებენისა და რუსების დახმარების გარეშე)
25.კრწანსის ბრძოლა 1795 წლის 11 სექტემბერი (აღა-მაჰმად ხანის შემოსევა, ღალატით მარცხი და 300 არაგველის გმირობა)

მეფეები


სიენი – კოლახას მეფე. ძვ. წ. XII საუკუნეში.

უტუფურში    დიაოხის მეფე ძვ.წ. IX საუკუნეში.
ფარნავაზი    მეფობდა ძვ.წ. III საუკუნეში იბერიაში.
ფარსმან I     მეფობდა I საუკუნეში იბერიაში.
ფარსმან II    მეფობდა II საუკუნეში იბერიაში.
ამაზასპი      მეფობდა III საუკუნეში  იბერიაში.
მირიანი III    მეფობდა IV საუკუნეში  იბერიაში.

ვახტანგ I გორგასალი–მეფობდა იბერიაში V საუკუნის II ნახევარში. გარდაიცვალა 502 წელს სამგორის ბრძოლაში.

გურგენ მეფე - VI საუკუნის I ნახევარში 523 წელს აჯანყდა ირანელების წინააღმდეგ, დამარხცების შემდეგ გაიქცა დას. საქართველოში, ეგრისში და ქართლში გაუქმდა მეფობა. სპარსელებმა ქართლში მმართველად დანიშნეს მარზპანი (სპარსულად–მხარის მმართველი).

ერისმთავრობა აღდგა VI საუკუნის 90-იან წლებში. 571 ან 591 წელს.
პირველი ერისმთავარი იყო გურგენი/გუარამი.

სტეფანოზი დაახლოებით VI საუკუნის ბოლოს VII საუკუნის დასაწყისში იყო ერისმთავარი, მის დროს აშენდა მცხეთის ჯვრის მონასტერი (586-605წწ.)

სტეფანოზ II (სავარაუდოდ II ან III, უფრო ხშირად იხსენიება როგორც მეორე) VII საუკუნის I ნახევარში, მისი მმართველობის დროს 654წ. ქართლში შემოვიდნენ არაბები. 

VIII საუკუნეში საქართველოში ყალიბდაბა სამეფო–სამთავროები, ძირითადად მოიხსენიებენ აფხაზეთის მეფე ლეონ II, რომელმაც მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული და VIII საუკუნის ბოლოს გააერთიანა აფხაზეთის სამეფო.

ტაო-კლარჯეთში - აშოტ ბაგრატიონი, რომელიც მოკლეს 826 წ.

დავით III კურაპალატი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ბაგრატ III–ს ტახტზე ასვლაში. გარდაიცვალა 1001 წელს.

                                                          

ერთიანი საქართველოს მეფეები:


1.   ბაგრატ III -980-1014 წწ.         
2.  გიორგი I 1014-1027 წწ.           
3.  ბაგრატ IV 1027-1072 წწ.          
4.  გიორგი II 1072-1089 წწ.            
5.  დავით IV 1089-1125 წწ.
6.  დემეტრე I 1125-1156 წწ.
7.  დავით V 1155 წ.
8.  გიორგი III 1156-1184 წწ.
9.  თამარი 1178/84- 1210/13 წწ.
10. ლაშა- გიორგი IV 1210/13-1222/23 წწ.
11. რუსუდანი 1223-1245 წწ.
12. უმეფობა 1245-1247 წწ.
13. ორმეფობა 1247-1259 წწ.
14. დავით VI ნარინი (რუსუდანის შვილი)-1247-1259 წწ.  აღმოსავლეთში. 
                                         1259-1293 წწ.   დას. საქრთველოში
15. დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის შვილი) 1247-1270 წწ.
16. დემეტრე II 1270-1289 წწ.
17. ვახტანგ II 1289-1292 წწ.
18. დავით VIII 1292-1311 წწ.
19. ვახტანგ III 1302-1308 წწ
20. გიორგი VI-1308-1313 წწ.                     
21. გიორგი V 1299/ 1314/1318-1346 წწ. 
22. დავით IX- 1346-1360 წწ. 
23. ბაგრატ V 1360-1393 წწ. 
24. გიორგი VII 1393-1407 წწ. 
25. კონსტანტინე I 1407-1411 წწ. 
26. ალექსანდრე I 1412-1442 წწ. 
27. ვახტანგ IV 1442-1446 წწ. 
28.გიორგი VIII 1446-1466 წწ.  

         ქართლ-კახეთის ქრისტიანი მეფეები. 
1. თეიმურაზ II 1744/45- 1762 წწ. 
2. ერეკლე II  1744/45-1762 წწ. კახეთი  
3. ერეკლე II 1762- 1798 წწ. ქართლ-კახეთი