Donnerstag, 13. Juli 2023

ალექსანდრე მაკედონელი

Book titled 'ალექსანდრე მაკედონელი'Read this book made on StoryJumper

Samstag, 1. Juli 2023

ფულის ისტორია

 მესამე საუკუნეში რომის იმპერიაში ვერცხლის ფული გაუფასურდა და იმპერატორმა დიოკლეტიანემ ახალი სპილენძის ფული გამოსცა, რომელსაც ფოლუსი უწოდა. ფოლუსი ნიშნავდა ფულის ტომარას, ფულის ქისას. სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახით მხოლობითი, ან მრავლობითი ფორმით გვხვდება: ფოლუს, ფოლის, ფელის. ფულის რეფორმის დროს ბიზანტიის იმპერატორებმა ის რამდენჯერმე გამოსცეს. 

არაბებმა სახალიფოში თავის მონეტებსაც ფილისი დაარქვეს. ბევრ არაბულ ქვეყანაში დღემდე მონეტებს ფილსი ეწოდება. მონღოლებმა ოქროს ურდოში საკუთარ ფულს ოქროს ურდოს პულ, ფულ უწოდეს. ეს სახელი შემორჩა ავღანური ვალუტის სახელწოდებაში. 

1 ავღანი=100 ფული, პული. 

საქართველოშიც იჭრებოდა თბილისური ფულუსი, თბილისური ფელსი. სახელმწიფო მუზეუმში ინახება გლდანის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი მონეტა, თბილისური ფელსი. 

თბილისური ფულუსი იჭრებოდა ვახტანგ VI-ის, სვიმონის, ბაქარის სახელით. ჰგავდა სპარსულ სპილენძის მონეტებს. XVIII საუკუნემდე თბილისის ზარაფხანა სპარსულ ფულს ჭრიდა, შემდეგ ქართველმა მმართველებმა გამოსცეს ფული, მაგრამ ოსმალობის დროს თბილისის ზარაფხანამ ისევ ოსმალური ფულის მოჭრა დაიწყო. 

1708 წლიდან მონეტებზე ჩნდება ქართული წარწერები, სპარსული ზედწერილით: ფულუსი იჭედა თბილისს "178" ნული გამოტოვბულია.



                                                   ვახტანგ VI-ის სპილენძის მონეტა. 

1. ზურგი. სამანძიანი ხომალდის გამოსახულება. ხომალდზე ზემოდან მტრედი ეშვება, რომელსაც ნისკარტში ტოტი უჭირავს.

2.შუბლი. ცენტრში თევზების გამოსახულება, ზოდიაქო და ვახტანგის სახელის დაქარაგმება მხედრული შრიფტით: ვნგ ან ვტგ.

სიტყვა ფული  უკავშირდება ბიზანტიური სპილენძის მონეტის ფოლისის სახელს, მოგვიანებით ამ სიტყვამ ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა და ქართულ მეტყველებაში დარჩა.