ცეკვა ხორუმი არის ძველი ქართული საბრძოლო ცეკვა. ის 5 ნაწილისგან შედგება და ძალიან მოწესრიგებული და რიტმულია.
- ჯარის შეკრება (სადაზვერვო მოქმედებები).
- ომის დაწყება.
- ბრძოლა.
- გამარჯვება.
- ზეიმი.
ამ სურთზე კარგად ჩანს მებრძოლთა საომარი წყობა. მათი რაოდენობა ძირითადად კენტია, კენტი მოცეკვავეები კრავენ წრეს. თუ სხვა ცეკვები 2/4 სრულდება, ხორუმს სჭირდება 5/8 მუსიკალური ზომა.
ჯარი იკრიბება და ემზადება ომისთვის, ჯერ ზვერავენ გარემოს, ხელის მოჩრდილვით ათვალიერებენ, მიწაზე ყურს ადებენ.
შემდეგ ჯარი გაიშლება ბრძოლის ველზე და იწყება ორთაბრძოლის სცენები. გამარჯვებული ჯარი ზეიმობს და დაჭრილი მეგობრით ტოვებს სცენას.
ცეკვა "ხორუმი: ქართული ფოლკლორის უნდიდესი საგანძურია. ის სრულდება დოლით ჭიბონით. მოცეკვავეები ჯერ მწობრად ერთრიგად ცეკვავენ, შემდეგ ქმნიან წრეს, შემდეგ დგებიან ორ სართულად.
ხორუმს ცეკვავენ გურიაში, ლაზეთში, ტაო-კლარჯეთში. მას მინიჭებული აქვს არამატერიალური ძეგლის სტატუსი. იგი აღწერა ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა ქსენოფონტმა ძვ.წ. IV-III საუკუნეში. მას უნახავს მოსინიკების საბრძოლო წყობა და ხალიბების სიმღერა ომის წინ.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen