Donnerstag, 21. Juni 2018
Mittwoch, 20. Juni 2018
Sonntag, 1. April 2018
25 მნიშვნელოვანი ბრძოლა
ბრძოლები
1. სამგორის ბრძოლა 502 წელი (დაიჭრა ვახტანგ გორგასალი, ებრძოდა სასანიანთა ირანს, გარდაიცვალა უჯარმაში)
2. დიდი ომიანობა 542-562წწ. (ირანი და ბიზანტია იბრძოდნენ ერთმანეთს ეგრისში, ხოსრო I ანუშირვანი და იუსტინეანე I)
3. შირიმნის ბრძოლა 1021წ. (გიორგი I ებრძოდა ბასილი II ბულგართმჟლეტელს და დამარცხდა, დაკარგა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები. 1023 წ. დადო ზავი ბიზანტიასთან)
4. მანასკერტის ბრძოლა 1071 წ. ( თურქები ებრძოდნენ ბიზანტიელებს, დაატყვევეს მათი იმპერატორი რომანოზ IV, რომელიც გამოისყიდეს მიწების სანაცვლოდ)
5. ერწუხის ბრძოლა 1104 წ. (დავით აღმაშენებელი ებრძოდა განძის ათაბაგს და დაამარცხა, მას უკავშირდება ამბავი დავითის სისხლიანი ჯავშნის, ჯაჭვის პერანგის შესახებ, დავითმა ბრძოლის შემდეგ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი)
6. დიდგორის ბრძოლა 1121 წ. 12 აგვისტო (დავით IV იბრძოდა ბაღდადის მმართველის ილ-ღაზის წინააღმდეგ, ის იყო მაჰმადიანთა გაერთიანებული ჯარის მეთაური)
7. შამქორის ბრძოლა 1195 წ. (დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა გაიმარჯვეს აზერბაიჯანის ათაბაგის აბუ-ბაქრის წინააღმდეგ)
8. ბასიანის ბრძოლა 1202 წ. (რუმის/კონიის მმართველის რუქნ ად-დინის (თურქ-სელჩუკი) წინააღმდეგ, გაიმარჯვეს ქართველებმა)
9. გარნისის ბრძოლა 1125 წ. (გაიმართა სომხეთის ტერიტორიაზე, ჯალალ-ად-დინის წინააღმდეგ, ქართველები დამარცხდნენ ღალატით, შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა)
10. ჩიხორის ბრძოლა 1463 წ. (გიორგი VIII-ს ებრძოდა იმერეთის მეფე ბაგრატ VI, გიორგი VIII დამარცხდა)
11. ფარავნის ბრძოლა 1465 წ. (გიორგი VIII-ს ებრძოდა სამცხის მთავარი ყვარყვარე II, მეფე დამრცხდა და ტყვედ ჩავარდა)
12. მურჯახეთის ბრძოლა 1535 წ. (იმერეთის მეფე ბაგრატ III იბრძოდა სამცხის მთავარ ყვარყვარე III–ის წინააღმდეგ, მეფემ გაიმარჯვა და იმერეთს შეუერთდა სამცხე)
13. სოხოისტას ბრძოლა 1545 წ. (იმერეთის მეფე ბაგრატ III ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა, თურქებმა ფეხი მოიკიდეს სამხრეთ საქართველოში)
14. გარისის ბრძოლა 1556 წ. (ქართლის მეფე ლუარსაბ I და მისი შვილი სვიმონ I-განჯის ბეგლარბეგის შაჰვერდის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ლუარსაბ I ამ ბრძოლაში დაიღუპა)
15. მუხრანის ბრძოლა 1582 წ. (სივიმონ I და ოსმალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ქართლის მეფემ გაიმარჯვა)
16.ტაშისკარის ბრძოლა1609 წ. (გიორგი სააკაძემ ოსმალები დაამრცხა, თევდორე მღვდელი მოკლეს თურქებმა, რადგან მან არ უჩვენა მტერს მეფის სამყოფელი)
17.მარტყოფის ბრძოლა 1625 წ. 25 მარტი (გიორგი სააკაძე-ირანის წინააღმდეგ გამოვიდა, ყარჩიხა-ხანი სააკაძემ თვად მოკლა, ქართველებმა გაიმარჯვეს, შაჰმა დასაჯა სააკაძის შვილი პაატა)
18.მარაბდის ბრძოლა 1625 წ. 1 ივლისი (ირანელები-ისახან ყორჩიბაშის ხელმძღვანელობით მოვიდნენ ქართლის დასასჯელად, ბრძოლაში დაეცნენ: ცხრა ძმა ხერხეულიძე, 10 000 ქართველი, დიღუპა 14 000 ყიზილბაში)
19.ბაზალეთის ბრძოლა 1626 წ. (გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I კახეთის მეფე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მეფემ გაიმარჯვა, სააკაძე ოსმალეთში წავიდა და 1629 წელს იქ მოკლეს)
20.ყირბულახის ბრძოლა 1751 წ. 28 ივლისი (ერეკლე II 3 000 მეომრით დაამარცხა აზატ-ხანი, ადარბადაგანის მფლობელი, რომელსაც 18 000 ჯარი ჰყავდა. ეს იყო ლეგედარული სამხედრო წარმატება.)
21.მჭადიჯვრის ბრძოლა 1754 წ. (ერეკლემ დაამარცხა ნუსალ-ბეგი ავარიის- დაღესტნის მფლობელი)
22.ყვარლის ბრძოლა 1755 წ. (ერეკლემ მეორედ დაამარცხა ნურსალ-ბეგი)
23.ხრესილის ბრძოლა 1757 წ. 14 დეკემბერი (სოლომონ I–მა დაამარცხა ოსმალები და აკრძალა ტვეების გაყიდვა, მამლუქების გაყვანა)
24.ასპინძის ბრძოლა 1770 წ. 20 აპრილი (ერეკლე II დაამარცხა ოსმალები, ტოტლებენისა და რუსების დახმარების გარეშე)
25.კრწანსის ბრძოლა 1795 წლის 11 სექტემბერი (აღა-მაჰმად ხანის შემოსევა, ღალატით მარცხი და 300 არაგველის გმირობა)
მეფეები
სიენი – კოლახას მეფე. ძვ. წ. XII საუკუნეში.
უტუფურში დიაოხის მეფე ძვ.წ. IX საუკუნეში.
ფარნავაზი მეფობდა ძვ.წ. III საუკუნეში იბერიაში.
ფარსმან I მეფობდა I საუკუნეში იბერიაში.
ფარსმან II მეფობდა II საუკუნეში იბერიაში.
ამაზასპი მეფობდა III საუკუნეში იბერიაში.
მირიანი III მეფობდა IV საუკუნეში იბერიაში.
ვახტანგ I გორგასალი–მეფობდა იბერიაში V საუკუნის II ნახევარში. გარდაიცვალა 502 წელს სამგორის ბრძოლაში.
გურგენ მეფე - VI საუკუნის I ნახევარში 523 წელს აჯანყდა ირანელების წინააღმდეგ, დამარხცების შემდეგ გაიქცა დას. საქართველოში, ეგრისში და ქართლში გაუქმდა მეფობა. სპარსელებმა ქართლში მმართველად დანიშნეს მარზპანი (სპარსულად–მხარის მმართველი).
ერისმთავრობა აღდგა VI საუკუნის 90-იან წლებში. 571 ან 591 წელს.
პირველი ერისმთავარი იყო გურგენი/გუარამი.
სტეფანოზი დაახლოებით VI საუკუნის ბოლოს VII საუკუნის დასაწყისში იყო ერისმთავარი, მის დროს აშენდა მცხეთის ჯვრის მონასტერი (586-605წწ.)
სტეფანოზ II (სავარაუდოდ II ან III, უფრო ხშირად იხსენიება როგორც მეორე) VII საუკუნის I ნახევარში, მისი მმართველობის დროს 654წ. ქართლში შემოვიდნენ არაბები.
VIII საუკუნეში საქართველოში ყალიბდაბა სამეფო–სამთავროები, ძირითადად მოიხსენიებენ აფხაზეთის მეფე ლეონ II, რომელმაც მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული და VIII საუკუნის ბოლოს გააერთიანა აფხაზეთის სამეფო.
ტაო-კლარჯეთში - აშოტ ბაგრატიონი, რომელიც მოკლეს 826 წ.
დავით III კურაპალატი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ბაგრატ III–ს ტახტზე ასვლაში. გარდაიცვალა 1001 წელს.
ერთიანი საქართველოს მეფეები:
1. ბაგრატ III -980-1014 წწ.
2. გიორგი I 1014-1027 წწ.
3. ბაგრატ IV 1027-1072 წწ.
4. გიორგი II 1072-1089 წწ.
5. დავით IV 1089-1125 წწ.
6. დემეტრე I 1125-1156 წწ.
7. დავით V 1155 წ.
8. გიორგი III 1156-1184 წწ.
9. თამარი 1178/84- 1210/13 წწ.
10. ლაშა- გიორგი IV 1210/13-1222/23 წწ.
11. რუსუდანი 1223-1245 წწ.
12. უმეფობა 1245-1247 წწ.
13. ორმეფობა 1247-1259 წწ.
14. დავით VI ნარინი (რუსუდანის შვილი)-1247-1259 წწ. აღმოსავლეთში.
1259-1293 წწ. დას. საქრთველოში
15. დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის შვილი) 1247-1270 წწ.
16. დემეტრე II 1270-1289 წწ.
17. ვახტანგ II 1289-1292 წწ.
18. დავით VIII 1292-1311 წწ.
19. ვახტანგ III 1302-1308 წწ
20. გიორგი VI-1308-1313 წწ.
21. გიორგი V 1299/ 1314/1318-1346 წწ.
22. დავით IX- 1346-1360 წწ.
23. ბაგრატ V 1360-1393 წწ.
24. გიორგი VII 1393-1407 წწ.
25. კონსტანტინე I 1407-1411 წწ.
26. ალექსანდრე I 1412-1442 წწ.
27. ვახტანგ IV 1442-1446 წწ.
28.გიორგი VIII 1446-1466 წწ.
ქართლ-კახეთის ქრისტიანი მეფეები.
1. თეიმურაზ II 1744/45- 1762 წწ.
2. ერეკლე II 1744/45-1762 წწ. კახეთი
3. ერეკლე II 1762- 1798 წწ. ქართლ-კახეთი
Samstag, 24. März 2018
Sonntag, 11. Februar 2018
ქაღალდის რომანი
ფილმი გადაღებულია 2012 წელს Walt Disney სტუდიის მიერ. ანიმაციის სახელწოდება სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად ითარგმნა: ქაღალდის კაცი, ქაღალდის რომანი, ქარში ნაპოვნი და სხვა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: ვიკიპედია
ფილმი იხილეთ აქ:
ქართულ კინემატოგრაფიაში მსგავსი შინაარსის ფილმი "ქოლგა" უფრო ადრე XX საუკუნის 60–იან წლებში გადაიღეს. ფილმის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:
ფილმი იხილეთ აქ:
მეცნიერებას და ხელოვნებას საზღვრები არ ააქვს. ჭეშმარიტება ყველგან და ყველა დროში ერთნაირია.შეიძლება მას სხვადასხვა დროში განსხვავებულად აღიქვამენ, ან გამოხატავენ მაგრამ აზრი, მიზანი მაინც ერთია. ასეთ მიგნებებს სამყარო წინ მიჰყავს, მსოფლიოს აერთიანებს პოზიტივის გარშემო. ადამიანების ოცნებები და საზრუნავი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ნ. ანდღულაძე.
Montag, 29. Januar 2018
Samstag, 27. Januar 2018
რა იხილა მირიან მეფემ თხოთის მთაზე?
ისტორიის თანამედროვე ხედვა.
დოკუმენტური ფილმი გადაღებულია 2015 წელს და ადასტურებს, რომ ქართული მეცნიერება ისტორიისა და წარსულის უკეთ შესასწავლად აქტიურად იყენებს ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს. თანამედროვე კვლევის მეთოდებით მიღებული შედეგები ადასტურებენ უძველეს ჩანაწერებს და ისტორიკოსების გადმოცემებს. რელიგია და თანამედროვე მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, ისინი ერთად მიდიან ჭეშმარიტებისაკენ.
ფილმი სრულად იხილეთ აქ:
მირიან მეფე ნაწილი 1
მირიან მეფე ნაწილი 2
მირიან მეფე ნაწილი 3
მირიან მეფე ნაწილი 4
მირიან მეფე ნაწილი 5
Samstag, 20. Januar 2018
რატომ აქვს ქუდს პომპონი?
ფრანგულად სიტყვა pompe საზეიმოს, ბრწყინვალეს ნიშნავს. ხოლო
პომპეზური –ეფექტისთვის გამიზნულს.
პირველად პომპონი ფრანგი მეზღვაურების ბერეტის სამკაული იყო და მეტად მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდა. ის მეზღვაურებს გემის გასასვლებსა და დაბალჭერიან კაიუტებში თავის დარტყმისა და ტკივილისაგან იცავდა. პომპონიანი ქუდები არბილებდა მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ დარტყმას, რაც არც ისე იშვიათი იყო მეზღვაურების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შემდეგ პომპონმა მოდის სამყაროში გადაინაცვლა და დღეს ნაკლებად ახსოვს ვინმეს მისი პირველადი დანიშნულება.
პომპონები ბერძენი სამხედროების ფეხსაცმელებსაც ამშვენებდა. პომპონების ფერი სამხედრო ჩაცმულობაში, სამხედრო პირის რანგსაც განსაზღვრავდა.
დღეს მისი ფუნქცია სრულიად შეიცვალა და მხოლოდ სილამაზეს ემსახურება.
ორი ფილმი მოტივაციისა და გუნდური მუშაობის შესახებ.
ერთად საერთო მიზნისკენ. ანიმაციები უკეთ ამბობენ სათქმელს.
საბარალონი
ფილმი სრულად იხილეთ აქ: საბრალონი
კლასიკური ლიტერატურა და მსოფლიო კინო–კლასიკა, რომელიც ნებისმიერ გაკვეთილზე შედეგიანია.
ანიმაციები
ინფორმაცია ფილმის შესახებ
რამდენად ყურადღებიანი ხართ?
ფერები, ფერები– ცხოვრების ფერები
რა ფერით არის წარმოდგენილი
მამა? 1. ლურჯი 2. წითელი
3. რუხი
რა ფერით არის წარმოდგენილი
შვილი? 1. მწვანე 2.ნარინჯისფერი 3.წითელი
რა ფერის არის წიგნები? 1. ჭრელი 2. რუხი 3. შავი
რა ფერის არის მოსწავლის
ჩანთა? 1. ყვითელი 2. მწვანე
3. ჭრელი
რამდენი წიგნი ჩადო
მამამ ჩანთაში? 7
9 10
რა ფერის არის მამის
ჩანთა? 1. ჭრელი 2. რუხი 3. შავი
რა ფერის არის ქალაქი და მისი მოსახლეობა? 1. თეთრი 2. ყვითელი 3. რუხი
რა ფერის არის მევიოლინე და ხე, 1.
ლურჯი 2. წითელი 3. რუხი
ქალაქის ცენტრში?
რა არის ქალაქის მოსახლეობის მთავარი 1. სწავლა
და შრომა 2. მუშაობა და გართობა
საქმიანობა?
რა ფერით არის წარმოდგენილი
მასწავლებელი? 1. თეთრი 2. ყვითელი 3. რუხი
რამდენი საათი იმუშავა
მამამ? 8 სთ. 5 სთ. 10 სთ.
რას საწვლობდა სკოლაში
პატარა მოსწავლე? 1. უცხო
ენას 2. ანბანს 3.ფიზიკას
როგორი იყო თავიდან
მოსწავლის ანბანი და 1. ფერადი–რუხი 2. რუხი–ფერადი
როგორი გახდა ის
შემდეგ?
რატომ გახდა მამა
შვილთან შეხვედრის შემდეგ ისევ ლურჯი?
როგორ ფიქრობთ რა
ფერის არის სიხარული და ბედნიერება? თქვენ რომ რეჟისორი ყოფილიყავით რა ფერებით გამოხატავდით
სიხარულს და ბედნიერებას?
კონკურენცია და პროფესიონალი
ბედისწერა
ფუნჯი
მოლი
სკოლა შუადღის შემდეგ
Samstag, 13. Januar 2018
დავით აღამაშენებელი
დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან მრავალი ფაქტი ლეგენდის სახით არის შემორჩენილი, მაგრამ თავად წყაროებიც საკმაოდ ბევრ მასალას გვაწვდიან მისი ბრძოლის ტაქტიკასა და გონიერებაზე. ეს მოხდა 1121 წლის მარტში. დიდგორის ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე. ამიტომ დავით აღმაშენებელმა ღირსეულად დაიკავა ადგილი მსოფლიოს უდიდეს მხედართმავართა შორის.
"რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო ცნეს რა თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულ-დებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა, გარნა ლომსა მოჴელოვნებულსა არა სცონოდა, არ-ცა ჰრულოდა ომისათჳს, ვერ-ცა-რა დამხრწეველთაგანი დაიმჭირვიდა წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა, სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მჴარი სამი. და დახუდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს და აღავსო ლაშქარმან მთით მტკურამდე და გაგთათ ბერდუჯამდე. და მოსრეს პირითა მახჳლისათა, რომელ არა დაუშთა მთხრობი ამბავისა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი, თუე მარტი."
"ქართლის ცხოვრება"
ტესტები
ჩვენი საქართველო. ნაწილი პირველი.
ჩვენი საქართველო. ნაწილი მეორე.
სვიმონ მეფე
კაცობრიობამ თვისი არსებობის მანძილზე დიდი გამოცდილება, მრავალი ფაქტი და მოვლენა დააგროვა. ისტორიული ფაქტების დამახსოვრებას განსკუთრებული მეხსიერება და დიდი შრომა სჭირდება. ტესტები ამ მოვლენების გახსენების კარგი საშუალებაა.
ტესტი მსოფლიო ისტორიაში

ძველი მოსოფლიოს ისტორია.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
ისტორია მხატვრის თვალით
პირველი მსოფლიო ომი (1)
პირველი მსოფლიო ომი (2)
ვერსალის კონფერენცია
დიქტატორები
ესპანეთის სამოქალაქო ომი 1936–1939 წწ.
იტალიური ფაშიზმი
სსრკ–ის ისტორია
მესამე რაიხი
დიდი ოთხეული
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
ისტორია მხატვრის თვალით
პირველი მსოფლიო ომი (1)
პირველი მსოფლიო ომი (2)
ვერსალის კონფერენცია
დიქტატორები
ესპანეთის სამოქალაქო ომი 1936–1939 წწ.
იტალიური ფაშიზმი
სსრკ–ის ისტორია
მესამე რაიხი
დიდი ოთხეული
Dienstag, 2. Januar 2018
ერთი ლექსის შექმნის ისტორია.
–კაცო, აქ რამ გაგაჩერა, მტკვარში ხომ არ გინდა გატახტე?
– ლამის გადავხტე, მაგრამ თავი არ მემეტება.
მიუგო ვაჟამ და თავისი გასაჭირი მეგობარს უამბო.პეტრემ ვაჟა ძლივს დაითანხმა, ეტლში ჩასვა და ორთაჭალაში " გიჟ თარხანას " ბაღში წაიყვანა. იცოდა, ვაჟას სასმელი რომ მოერეოდა, დარდი გაუქრებოდა. მართლაც რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვაჟა წამოდგა და ხმამაღლა დასჭექა:
დამისხი დამალევინე, ეს ღვინო ოხერ–ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ორ წუთში ყარაჩოხელები ბოხი ხმით მღეროდნენ ვაჟას ლექსს. პოეტსაც ჯავრი გადაეყარა და გამხიარულდა.
ამ დროს სუფრასთან მივიდა მაღალი ახალგაზრდა.
–ბატონო ვაჟა, მე ერთი ობოლი კაცი ვარ, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს. დილით ბაზარში რომ დაგინახეთ, აზნაური მეგონეთ, ვიფიქრე ამას მაინც ბევრი ქონება ექნება–მეთქი და გითვალთვალებდით. თქვენი ქისა მე ჩავიდე ჯიბეში და მერე აქეთ საქეიფოდ წამოვედი.
ერთი ხელით ვაჟას ქისა მიაწოდა,მეორეთი ჯამი დალია, პოეტი ადღეგრძელა და წავიდა.
პეტრე უმიკაშვილი გაოცდა.
ხედავ, ქურდსაც სინდისი ჰქონიაო.
დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
ბედის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია..
ვერ მააწონებ კარგ ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია.
ასრულებს საქართველოს სახალხო არტისტი, ბარიტონი
დავით გამრეკელი (1911–1977წწ.)
ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა "დაისში" გამოიყენა ვაჟას იმდროისთვის უცნობი ლექსი. ოპერის ლიბრეტო დაწერა ვალერიან გუნიამ და ლექსში მცირე ცვლილებები შეუტანია. "დაისის" პოპულარობის შემდეგ "დამისხი, დამალევინე!" საკმაოდ ცნობილი გახდა და ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურაში.
ვაჟას ეს ლექსი XXI საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას
და ახალი სახით ბრუნდება.
ნ. ანდღულაძე
Montag, 1. Januar 2018
ტომატი თუ პომიდორი?
მცენარის ეს სახეობა მსოფლიოში ორი სახელით გავრცელდა: ტომატი და პომიდორი. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. მაიას და აქცტეკების ტომები მას უკვე II-VII საუკუნეებში იყენებდნენ საკვებად. ევროპაში გავრცელდა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ. XVIII საუკუნემდე დეკორატიულ მცენარედ თვლიდნენ და მომწამლავი ეგონათ. პირველად საკვებად იტალიაში გამოიყენეს და დღეს იტალია პომიდვრის საუკეთესო მწარმოებლად არის მიჩნეული. ინდიელები მას Xitomatl უწოდებდნენ. საფრანგეთში სიყვარულის ვაშლი დაარქვეს, ხოლო იტალიაში ოქროს ვაშლი, რადგან ის თავიდან ყვითელი შეფერილობის იყო.
ევროპაში პომიდორი სუფრაზე 1900 წლიდან დამკვიდრდა. რუსეთში 1780 წლიდან გავრცელდა და საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევრიდან შემოვიდა. ის აქ ცნობილი გახდა იტალიური სახელით: პომიდორი–"ოქროს ვაშლი."
ესპანეთში, ქალაქ ბუნიოლში ყოველწლიურად იმართება ლა ტომატინას ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ქალაქის მფარველ წმინდანს. ის 1945 წლიდან ტარდებოდა, შემდეგ ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის დროს აიკრძალა და 1980 წელს ისევ აღადგინეს ეს ტრადიცია. ფესტივალი დილის 10 საათზე იწყება, ხოლო პომიდვრებით ბრძოლა 11 საათზე. ის 1 საათი გრძელდება. 1 საათის შემდეგ ბრძოლა და სროლა კატეგორიულად აკრძალულია. დასასრულს ქუჩები საგულდაგულოდ ირეცხება. ფესტივალი გასართობად იმართება და ქალაქში უამრავი ტურისტი, სტუმარი ჩადის. არსებობს მრავალი ვერსია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის როგორ დაიწყო პომიდვრებით ბრძოლა და რატომ დამკვიდრდა ეს ტრადიცია. დღეს ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი აქვს. მასში 22 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და 130 ათას ტონა პომიდორს იმარაგებენ.

ნაბუქო
1842 წელს მილანში, ლა სკალაში დაიდგა ჯუზეპე ვერდის ოპერა " ნაბუქო," რომელიც აგებულია ბიბლიურ სიუჟეტზე. თემისტოკლე სოლარიმ ლიბრეტოში გააცოცხლა "ბაბილონის ტყვეობა." ებრაელების ისტორიაში " ბაბილონის ტყვეობა" გრძელდებოდა ძვ. წ. 586 წლიდან ძვ. წ. 539 წლამდე.(ზოგიერთი ვერსიით ძვ.წ. 598/97–539წწ.)
ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II დაიპყრო იერუსალიმი და დაანგრია სოლომონის ტაძარი. ებრაელები ამ ტყვეობიდან გაათავისუფლა აქემენინთა ირანის დამაარსებელმა კიროს II. მას ებრაელმა ხალხმა გმირი, მხსენლი უწოდა და ბიბლიაში დიდი პატივით მოიხსენიება. მალე ებრაელებმა სოლმონის ტაძარიც აღადგინეს.
ჯუზეპე ვერდის ოპერა "ნაბუქო" სწორედ ნაბუქოდონოსორ II ლაშქრობის და იერუსალიმის დაპყრობის ამბავს გადმოგვცემს. მასში ნაჩვენებია ებრაელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის .
გუნდის მელოდია, ლოცვა რომელსაც ებრაელი ტყვეები ასრულებენ – "Va Pensiero sull'ali dorate–"გაფრინდი ოცნებავ!" შემდეგ იტალიის გაერთინების მოძრაობის, "რისორჯიმენტოს "და იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. ოპერამ ვერდის დიდი სახელი და ფინასური წარმატება მოუტანა.წარმატებამ ის ისევ აქტიური ცხოვრებისკენ შემოატრიალა, მიღებული თანხით ვალები გადაიხადა და Le Roncole–ში, სადაც დაიბადა მცირე მამულიც შეიძინა. აბიგაილის პარტია მისმა მომავალმა მეუღლემ ჯუზეპინა სტრეპონიმ შეასრულა. მანამდე რამდენიმე ხნით ადრე ჯუზეპე ვერდის გარდაეცვალა მეუღლე მარგარიტა და ქალიშვილი (1840წ.) აღწერა:
ოპერა " ნაბუქო" შედგება 4 აქტისგან.
1. იერუსალიმი. მოქმედება ხდება სოლომონის ტაძარში.
2. ბოროტმოქმედი. 1 მოქმედების გარდა ყველა ამბავი ბაბილონში ვითარდება
3. წინასწარმეტყველება.
4. კერპების განადგურება.
1 აქტი:
იერუსალიმს თავისი ჯარით ემუქრება ნაბუქოდონოსორი, მაგრამ სოლომონის ტაძრის უმაღლესი ქურუმი ზაქარია საკუთარ ხალხს, ებრაელებს არწმუნებს არ დაკარგონ ღმერთის იმედი. მათ ტყვედ ჰყავთ ნაბუქოს ასული ფენენა. ზაქარია ფენენას გადასცემს ისმაილს, რომელიც იერუსალიმის მეფის ცედეკიას ნათესავია. ისინი იხესენებენ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ბაბილონში, სადაც ისმაილი ტყვედ იყო და ფენენას დახმარებით გაიქცა ისევ იერუსალიმში. ამ დროს მათთან მიდის ნაბუქოს მეორე ასული აბიგაილი. ის ისმაილს მოსთხოვოს დაანებოს თავი ფენენას და დაუბრუნდეს მას, რადგან აბიგაილიც ეტრფის ისმაილს. როცა ისმაილისგან უარს მიიღებს, მას შურისძეიებით ემუქრება.
იერუსალიმში შემოდის ნაბუქოდონოსორი, ის დაიკავებს ქალაქს და ტაძარს. ისმაილი ფენენას ათავისუფლებს ზაქარიასგან და ფენენა უბრუნდება მამას, ნაბუქოს. ისმაილი იმსახურებს საკუთარი ხალხის წყევლას.
2.მეორე აქტში აბიგაილი ერთ–ერთი დოკუმენტიდან იგებს, რომ მონა, მხევალი ქალის შვილია და მას ტახტი არ ეკუთვნის, რეალური მემკვიდრე ფენენაა. ის გადაწყვეტს ძალუფლება მაინც ჩაიგდოს ხელში. მას ეხმარება ბაალის უმაღლესი ქურუმი. ისინი სარგებლობენ, რომ ნაბუქო ებრაელებთან ომის გამო ქალაქში არ არის და როცა აბიგაილი ცდილობს ფენენას გვირგვინი წარსტაცოს, სწორედ ამ დროს ბრუნდება ნაბუქო. ის გვირგვინს თვად იდგამს და აცხადებს, რომ ამიერიდან არის არა მეფე, არამედ ღმერთი. რის შემდეგაც მას ელვა დასცემს ძირს და მეფე შეიშლება.
3. მესამე აქტში "წინასწარმეტყველება," ფენენა აიღიარებს იუდაიზმს და სურს დაეხმაროს ებრაელ ხალხს. მას ებრაელებთან ერთად სასიკვდილო განაჩენი ელის. ნაბუქოს ცნობიერება არეული აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს საკუთარი შვილის სიკვდილი შეაჩეროს. აბიგაილმა მას ხელი მოაწერინა ებრაელების და ფენენას დასჯის ბრძანებაზე. როცა ნაბუქო ხვდება რა ჩაიდინა, ის აბიგაილს ემუქრება, რომ მის მდაბიო წარმოშობას ხალხს გაუმხელს და ამით გაანადგურებს მის ძალაუფლებას. აბიგაილი ნაბუქოს დაპატიმრებას ბრძანებს. ზაქარია საკუთარ ხალხს მაინც ამხნევებს და ბაბილონის დასასრულს წინასწარმეტყველებს.
4. "კერპების მსხვრევა:" ნაბუქო ხედავს საკუთარ შვილს ფენენას, რომელიც დასასჯელდა მიჰყავთ. ის ებრაელთა ღმერთს პატიებას შესთხოვს და მისი დანგრეული საკურთხევლის აღდგენას ჰპირდება. მეფეს უეცრად უბრუნდება საღი აზროვნება, შემდეგ ერთგული მცველი აბდალო მას ათავისუფლებს და ერთად მიდიან ბაალის ტაძარში.ნაბუქო ათავსიუფლებს უდანაშაულო ფენენას, ამსხვრევს კერპებს და ებრაელებს აღუთქვამს თავისუფლებას.ნაბუქოს მეორე ქალიშვილი აბიგაილი თავს საწამლავით იკლავს. ებრაელები ზეიმობენ გამარჯვებას. ცხადია თვისუფლებისათვის ბრძოლის ეს ამბავი აძლიერებს ეროვნულ გრძნობებს და ვერდის ოპერის ნაწყვეტები იტალიელი ხალხისთვის, რომელიც გაერთიანებისთვის იბრძოდა ახლობელი გახდა, ხოლო მისი მუსიკა თითქმის ეროვნულ ჰიმნად იქცა. 1987 წელს ლა სკალაში ჩაწერილი " ნაბუქო" რიკარდო მუტის დირიჟორობით. რიკარდო მუტი თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთსო დირიჟორია. ის ლა სკალაში მოღვაწეობს 1986 წლიდან. იქ, სადაც წლების მანძილზე მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი.

Abonnieren
Posts (Atom)