Samstag, 20. Januar 2018
რატომ აქვს ქუდს პომპონი?
ფრანგულად სიტყვა pompe საზეიმოს, ბრწყინვალეს ნიშნავს. ხოლო
პომპეზური –ეფექტისთვის გამიზნულს.
პირველად პომპონი ფრანგი მეზღვაურების ბერეტის სამკაული იყო და მეტად მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდა. ის მეზღვაურებს გემის გასასვლებსა და დაბალჭერიან კაიუტებში თავის დარტყმისა და ტკივილისაგან იცავდა. პომპონიანი ქუდები არბილებდა მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ დარტყმას, რაც არც ისე იშვიათი იყო მეზღვაურების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შემდეგ პომპონმა მოდის სამყაროში გადაინაცვლა და დღეს ნაკლებად ახსოვს ვინმეს მისი პირველადი დანიშნულება.
პომპონები ბერძენი სამხედროების ფეხსაცმელებსაც ამშვენებდა. პომპონების ფერი სამხედრო ჩაცმულობაში, სამხედრო პირის რანგსაც განსაზღვრავდა.
დღეს მისი ფუნქცია სრულიად შეიცვალა და მხოლოდ სილამაზეს ემსახურება.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen