დოკუმენტური ფილმი გადაღებულია 2015 წელს და ადასტურებს, რომ ქართული მეცნიერება ისტორიისა და წარსულის უკეთ შესასწავლად აქტიურად იყენებს ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს. თანამედროვე კვლევის მეთოდებით მიღებული შედეგები ადასტურებენ უძველეს ჩანაწერებს და ისტორიკოსების გადმოცემებს. რელიგია და თანამედროვე მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, ისინი ერთად მიდიან ჭეშმარიტებისაკენ.
ფრანგულად სიტყვაpompeსაზეიმოს, ბრწყინვალეს ნიშნავს. ხოლო პომპეზური –ეფექტისთვის გამიზნულს.
პირველად პომპონი ფრანგი მეზღვაურების ბერეტის სამკაული იყო და მეტად მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდა. ის მეზღვაურებს გემის გასასვლებსა და დაბალჭერიან კაიუტებში თავის დარტყმისა და ტკივილისაგან იცავდა. პომპონიანი ქუდები არბილებდა მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ დარტყმას, რაც არც ისე იშვიათი იყო მეზღვაურების ყოველდღიურ ცხოვრებაში. შემდეგ პომპონმა მოდის სამყაროში გადაინაცვლა და დღეს ნაკლებად ახსოვს ვინმეს მისი პირველადი დანიშნულება. პომპონები ბერძენი სამხედროების ფეხსაცმელებსაც ამშვენებდა. პომპონების ფერი სამხედრო ჩაცმულობაში, სამხედრო პირის რანგსაც განსაზღვრავდა. დღეს მისი ფუნქცია სრულიად შეიცვალა და მხოლოდ სილამაზეს ემსახურება.
დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან მრავალი ფაქტი ლეგენდის სახით არის შემორჩენილი, მაგრამ თავად წყაროებიც საკმაოდ ბევრ მასალას გვაწვდიან მისი ბრძოლის ტაქტიკასა და გონიერებაზე. ეს მოხდა 1121 წლის მარტში. დიდგორის ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე. ამიტომ დავით აღმაშენებელმა ღირსეულად დაიკავა ადგილი მსოფლიოს უდიდეს მხედართმავართა შორის.
სვიმონ მეფე
კაცობრიობამ თვისი არსებობის მანძილზე დიდი გამოცდილება, მრავალი ფაქტი და მოვლენა დააგროვა. ისტორიული ფაქტების დამახსოვრებას განსკუთრებული მეხსიერება და დიდი შრომა სჭირდება. ტესტები ამ მოვლენების გახსენების კარგი საშუალებაა.
1886 წლის აგვისტოს ერთ დღეს ვაჟა თბილსში ჩამოვიდა. კვირას რიყის ბაზარზე ადრე გავიდა, ნანადირევი ტყავები მიწაზე გაფინა და დარცხვენილი დადგა. დათვის ტყავი მალე გაყიდა. მელიის 4 ტყავი ვიღაც ოფიცერმა შეიძინა. მგლის ტყავების გაყიდვა კი გაჭირდა. შუადღემდე ისიც გაყიდა. იქვე ქალის საკაბე გდააჭრევინა, ახლა წაღის ყიდვა დააპირა, მაგრამ ჯიბეში ქისა აღარ ჰქონდა. იყვირა, ბაზრის ბოქაულიც მოვიდა, მაგრამ მოპარულს ვინ დაუბრუნებდა? დარდიანი ვაჟა მუხრანის ხიდზე შეჩერდა, მტკვარს გახედა და წინა დღეს დაწერილი ლექსი გაახსენდა. ვიღაცამ ეტლი შეაჩერა და იქიდან ვაჟას მეგობარი პეტრე უმიკაშვილი გადმოვიდა. –კაცო, აქ რამ გაგაჩერა, მტკვარში ხომ არ გინდა გატახტე? – ლამის გადავხტე, მაგრამ თავი არ მემეტება. მიუგო ვაჟამ და თავისი გასაჭირი მეგობარს უამბო.პეტრემ ვაჟა ძლივს დაითანხმა, ეტლში ჩასვა და ორთაჭალაში " გიჟ თარხანას " ბაღში წაიყვანა. იცოდა, ვაჟას სასმელი რომ მოერეოდა, დარდი გაუქრებოდა. მართლაც რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვაჟა წამოდგა და ხმამაღლა დასჭექა: დამისხი დამალევინე, ეს ღვინო ოხერ–ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ორ წუთში ყარაჩოხელები ბოხი ხმით მღეროდნენ ვაჟას ლექსს. პოეტსაც ჯავრი გადაეყარა და გამხიარულდა. ამ დროს სუფრასთან მივიდა მაღალი ახალგაზრდა. –ბატონო ვაჟა, მე ერთი ობოლი კაცი ვარ, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს. დილით ბაზარში რომ დაგინახეთ, აზნაური მეგონეთ, ვიფიქრე ამას მაინც ბევრი ქონება ექნება–მეთქი და გითვალთვალებდით. თქვენი ქისა მე ჩავიდე ჯიბეში და მერე აქეთ საქეიფოდ წამოვედი. ერთი ხელით ვაჟას ქისა მიაწოდა,მეორეთიჯამი დალია, პოეტი ადღეგრძელა და წავიდა. პეტრე უმიკაშვილი გაოცდა. ხედავ, ქურდსაც სინდისი ჰქონიაო.
დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
ბედის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია..
ვერ მააწონებ კარგ ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია.
ასრულებს საქართველოს სახალხო არტისტი, ბარიტონი
დავით გამრეკელი (1911–1977წწ.)
ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა "დაისში" გამოიყენა ვაჟას იმდროისთვის უცნობი ლექსი. ოპერის ლიბრეტო დაწერა ვალერიან გუნიამ და ლექსში მცირე ცვლილებები შეუტანია. "დაისის" პოპულარობის შემდეგ "დამისხი, დამალევინე!" საკმაოდ ცნობილი გახდა და ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურაში.
ვაჟას ეს ლექსი XXI საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას
მცენარის ეს სახეობა მსოფლიოში ორი სახელით გავრცელდა: ტომატი და პომიდორი. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. მაიას და აქცტეკების ტომები მას უკვე II-VII საუკუნეებში იყენებდნენ საკვებად. ევროპაში გავრცელდა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ. XVIII საუკუნემდე დეკორატიულ მცენარედ თვლიდნენ და მომწამლავი ეგონათ. პირველად საკვებად იტალიაში გამოიყენეს და დღეს იტალია პომიდვრის საუკეთესო მწარმოებლად არის მიჩნეული. ინდიელები მას Xitomatl უწოდებდნენ. საფრანგეთში სიყვარულის ვაშლი დაარქვეს, ხოლო იტალიაში ოქროს ვაშლი, რადგან ის თავიდან ყვითელი შეფერილობის იყო.
ევროპაში პომიდორი სუფრაზე 1900 წლიდან დამკვიდრდა. რუსეთში 1780 წლიდან გავრცელდა და საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევრიდან შემოვიდა. ის აქ ცნობილი გახდა იტალიური სახელით: პომიდორი–"ოქროს ვაშლი."
ესპანეთში, ქალაქ ბუნიოლში ყოველწლიურად იმართება ლა ტომატინას ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ქალაქის მფარველ წმინდანს. ის 1945 წლიდან ტარდებოდა, შემდეგ ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის დროს აიკრძალა და 1980 წელს ისევ აღადგინეს ეს ტრადიცია. ფესტივალი დილის 10 საათზე იწყება, ხოლო პომიდვრებით ბრძოლა 11 საათზე. ის 1 საათი გრძელდება. 1 საათის შემდეგ ბრძოლა და სროლა კატეგორიულად აკრძალულია. დასასრულს ქუჩები საგულდაგულოდ ირეცხება. ფესტივალი გასართობად იმართება და ქალაქში უამრავი ტურისტი, სტუმარი ჩადის. არსებობს მრავალი ვერსია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის როგორ დაიწყო პომიდვრებით ბრძოლა და რატომ დამკვიდრდა ეს ტრადიცია. დღეს ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი აქვს. მასში 22 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და 130 ათას ტონა პომიდორს იმარაგებენ.
1842 წელს მილანში, ლა სკალაში დაიდგა ჯუზეპე ვერდის ოპერა " ნაბუქო," რომელიც აგებულია ბიბლიურ სიუჟეტზე. თემისტოკლე სოლარიმ ლიბრეტოში გააცოცხლა "ბაბილონის ტყვეობა." ებრაელების ისტორიაში " ბაბილონის ტყვეობა" გრძელდებოდა ძვ. წ. 586 წლიდან ძვ. წ. 539 წლამდე.(ზოგიერთი ვერსიით ძვ.წ. 598/97–539წწ.)
ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II დაიპყრო იერუსალიმი და დაანგრია სოლომონის ტაძარი. ებრაელები ამ ტყვეობიდან გაათავისუფლა აქემენინთა ირანის დამაარსებელმა კიროს II. მას ებრაელმა ხალხმა გმირი, მხსენლი უწოდა და ბიბლიაში დიდი პატივით მოიხსენიება. მალე ებრაელებმა სოლმონის ტაძარიც აღადგინეს.
ჯუზეპე ვერდის ოპერა "ნაბუქო" სწორედ ნაბუქოდონოსორ II ლაშქრობის და იერუსალიმის დაპყრობის ამბავს გადმოგვცემს. მასში ნაჩვენებია ებრაელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის .
გუნდის მელოდია, ლოცვა რომელსაც ებრაელი ტყვეები ასრულებენ – "Va Pensiero sull'ali dorate–"გაფრინდი ოცნებავ!" შემდეგ იტალიის გაერთინების მოძრაობის, "რისორჯიმენტოს "და იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.
ოპერამ ვერდის დიდი სახელი და ფინასური წარმატება მოუტანა.წარმატებამ ის ისევ აქტიური ცხოვრებისკენ შემოატრიალა, მიღებული თანხით ვალები გადაიხადა და Le Roncole–ში, სადაც დაიბადა მცირე მამულიც შეიძინა. აბიგაილის პარტია მისმა მომავალმა მეუღლემ ჯუზეპინა სტრეპონიმ შეასრულა. მანამდე რამდენიმე ხნით ადრე ჯუზეპე ვერდის გარდაეცვალა მეუღლე მარგარიტა და ქალიშვილი (1840წ.)
აღწერა:
ოპერა " ნაბუქო" შედგება 4 აქტისგან.
1. იერუსალიმი. მოქმედება ხდება სოლომონის ტაძარში.
2. ბოროტმოქმედი. 1 მოქმედების გარდა ყველა ამბავი ბაბილონში ვითარდება
3. წინასწარმეტყველება.
4. კერპების განადგურება.
1 აქტი:
იერუსალიმს თავისი ჯარით ემუქრება ნაბუქოდონოსორი, მაგრამ სოლომონის ტაძრის უმაღლესი ქურუმი ზაქარია საკუთარ ხალხს, ებრაელებს არწმუნებს არ დაკარგონ ღმერთის იმედი. მათ ტყვედ ჰყავთ ნაბუქოს ასული ფენენა. ზაქარია ფენენას გადასცემს ისმაილს, რომელიც იერუსალიმის მეფის ცედეკიას ნათესავია. ისინი იხესენებენ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ბაბილონში, სადაც ისმაილი ტყვედ იყო და ფენენას დახმარებით გაიქცა ისევ იერუსალიმში. ამ დროს მათთან მიდის ნაბუქოს მეორე ასული აბიგაილი. ის ისმაილს მოსთხოვოს დაანებოს თავი ფენენას და დაუბრუნდეს მას, რადგან აბიგაილიც ეტრფის ისმაილს. როცა ისმაილისგან უარს მიიღებს, მას შურისძეიებით ემუქრება.
იერუსალიმში შემოდის ნაბუქოდონოსორი, ის დაიკავებს ქალაქს და ტაძარს. ისმაილი ფენენას ათავისუფლებს ზაქარიასგან და ფენენა უბრუნდება მამას, ნაბუქოს. ისმაილი იმსახურებს საკუთარი ხალხის წყევლას.
2.მეორე აქტში აბიგაილი ერთ–ერთი დოკუმენტიდან იგებს, რომ მონა, მხევალი ქალის შვილია და მას ტახტი არ ეკუთვნის, რეალური მემკვიდრე ფენენაა. ის გადაწყვეტს ძალუფლება მაინც ჩაიგდოს ხელში. მას ეხმარება ბაალის უმაღლესი ქურუმი. ისინი სარგებლობენ, რომ ნაბუქო ებრაელებთან ომის გამო ქალაქში არ არის და როცა აბიგაილი ცდილობს ფენენას გვირგვინი წარსტაცოს, სწორედ ამ დროს ბრუნდება ნაბუქო. ის გვირგვინს თვად იდგამს და აცხადებს, რომ ამიერიდან არის არა მეფე, არამედ ღმერთი. რის შემდეგაც მას ელვა დასცემს ძირს და მეფე შეიშლება.
3. მესამე აქტში "წინასწარმეტყველება," ფენენა აიღიარებს იუდაიზმს და სურს დაეხმაროს ებრაელ ხალხს. მას ებრაელებთან ერთად სასიკვდილო განაჩენი ელის. ნაბუქოს ცნობიერება არეული აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს საკუთარი შვილის სიკვდილი შეაჩეროს. აბიგაილმა მას ხელი მოაწერინა ებრაელების და ფენენას დასჯის ბრძანებაზე. როცა ნაბუქო ხვდება რა ჩაიდინა, ის აბიგაილს ემუქრება, რომ მის მდაბიო წარმოშობას ხალხს გაუმხელს და ამით გაანადგურებს მის ძალაუფლებას. აბიგაილი ნაბუქოს დაპატიმრებას ბრძანებს. ზაქარია საკუთარ ხალხს მაინც ამხნევებს და ბაბილონის დასასრულს წინასწარმეტყველებს.
4. "კერპების მსხვრევა:" ნაბუქო ხედავს საკუთარ შვილს ფენენას, რომელიც დასასჯელდა მიჰყავთ. ის ებრაელთა ღმერთს პატიებას შესთხოვს და მისი დანგრეული საკურთხევლის აღდგენას ჰპირდება. მეფეს უეცრად უბრუნდება საღი აზროვნება, შემდეგ ერთგული მცველი აბდალო მას ათავისუფლებს და ერთად მიდიან ბაალის ტაძარში.ნაბუქო ათავსიუფლებს უდანაშაულო ფენენას, ამსხვრევს კერპებს და ებრაელებს აღუთქვამს თავისუფლებას.ნაბუქოს მეორე ქალიშვილი აბიგაილი თავს საწამლავით იკლავს. ებრაელები ზეიმობენ გამარჯვებას.
ცხადია თვისუფლებისათვის ბრძოლის ეს ამბავი აძლიერებს ეროვნულ გრძნობებს და ვერდის ოპერის ნაწყვეტები იტალიელი ხალხისთვის, რომელიც გაერთიანებისთვის იბრძოდა ახლობელი გახდა, ხოლო მისი მუსიკა თითქმის ეროვნულ ჰიმნად იქცა.
1987 წელს ლა სკალაში ჩაწერილი " ნაბუქო" რიკარდო მუტის დირიჟორობით. რიკარდო მუტი თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთსო დირიჟორია. ის ლა სკალაში მოღვაწეობს 1986 წლიდან. იქ, სადაც წლების მანძილზე მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი.