Samstag, 8. März 2025

ადიდასის და პუმას დუელი.

ორმა ძმამ ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა მსოფლიო სპორტის ისტორია შეცვალეს. 1924 წელს მათ დააარსეს ფირმა, მაგრამ დაპირისპირების გამო ის გაიყო და ძმება საქმიანობა 1949 წლიდან დამოკიდებლად გააგრძელეს. ორ ფირმას შორის კონკურენცია მელი საუკუნე გაგრძელდა. ადოლფ/ადი დასლერს სპორტი უყვარდა და ფიქრობდა, რომ სპორტსმენებს რბილი ტყავსგან შეკერილი, მოქნილი ფეხსაცმელი სჭირდებოდათ.რუდოლფ/რუდი დასლერი კი თვლიდა, რომ პროდუქციის გაყიდვის პოლიტიკა იყო მთავარი, მას სჭირდებოდა კარგი კავშირები. ადი დასლერმა თავის ფირმას Adi/Das= adidas დაარქვა. რუდი დასლერმა Puma უწოდა, რადგან მას ბავშვობაში ასე ეძახდნენ.
სამზოლიანმა adidas-მა მსოფლიო ბაზარი წარმატებით დაიპყრო და მეორე ადგილი დაიკავა Nike-ის შემდეგ, ხოლო Puma დგას მესამე ადგილზე.

Montag, 3. März 2025

მეტეხის ტაძარი

მეტეხის ტაძარზე მრავალ ინფორმაციას მოიძიებთ: ააშენა ვახტანგ გორგასალმა, დაასრულა დაჩი უჯარმელმა, შეგხვდებათ ლეგენდები ფიცის გატეხვისა " მე ვტეხე ფიცი" და მტრის დამარცხებისა "მე ვტეხე მტერი", ამბავი წმინდა შუშანიკისა და კათალიკოს კირიონ პირველისა, ამბავი აბო ტფილელისა, თამარის ცრემლიანი ლოცვისა, რომელიც აქ ფეხშიშველი მოსულა, მონღოლთა მიერ გადამწვარი სამეფო სასახლეებისა, რომლებიც აქ ყოფილა, მძიმე ამბავი დემეტრე თავდადებულისა და ტაძრის აღდგენისა, სპარსელთა დენთის საწყობისა, ერეკლეს გრიგალივით შემოვარდნისა და ტაძრის კვლავ აღორძინებისა, რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულთა დაკითხვისა, რევოლუციისა და ახალი იდეების ჭიდილისა. მეტეხის ტაძარი მოგიყვებათ თბილისის გრძელ ამბავს და მთელი საქართველოს ისტორიას. დაამატეთ კიდევ ერთი ამბავი რომელსაც google-ში მხოლოდ დაწვრილებით ძებნის და კითხვის შემდეგ თუ მონახავთ. 1629 წელს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა/ირუბაქიძემ,ირბახად ცნობილმა, რომში პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი "ქართულ-იტალიური" ლექსიკონი გამოსცა და საქართველოში დაბრუნდა. ის დროებით მეტეხის ტაძარში მოღვაწეობდა. ტაძრებს უფრო ხანგძლივი ისტორია აქვთ, ვიდრე სახელმწიფოებს. აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიაში აშენდა, სახელწიფოზე მეტი გადაიტანა და დგას. აია-სოფიას და მეტეხის ტაძარები VI საუკუნეში აშენდა. იმდენი ნახეს google ვერ აღრიცხავს, ამიტომ იწყებენ მნახველები ქალაქის ისტორიის გაცნობას მათ კედლებთან.

Sonntag, 2. März 2025

შეკითხვები დავიწყებული ცივილიზაციისგან.

შორეულ წარსულთან მრავალი ძაფი გვაკავშიებს, მაგრამ წარსულის ლაბირინთები ისე გვაბნევს, ბევრ შეკითხვას ვერ ვპასუხობთ. გილგამეშის ეპოსი მსოფლიო ლიტერატურის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ძვ. წ. XXVII საუკუნეში მცხოვრები ურუქის მეფის გილგამეშის ამბავს გვიყვება. შუმერები და მათი ენა გაქრა, მაგრამ სვანურმა ენამ მეხსიერებაში შუმერული სიტყვები, გრამატიკული სტრუქტურა,პირის ნიშნები, მრავლობითი რიცხვის წარმოების წესი, გეოგრაფიული სახელები, გვარები, რელიგიური რიტუალები, მუსიკალური საკრავები შემოინახა.ამას ამტკიცებენ მეცნიერები და ადასტურებენ ფაქტებით. სვანები ამბობენ, რომ მათ ენაზე მეშიალ მებრძოლს ნიშნავს.გილგამეში-გილგამეშიალ გილგა მებძოლია. გილგა ალბათ მეფის სახელი იყო, გილგამეში კი თიკუნი, მეტსახელი უნდა იყოს, როგორც "ბრწყინვალე", "აღმაშენებლი". ნაწილი ემხრობა ამ თეორიებს, მეორე ნაწილი მტკიცებულებას საკმარისად არ მიიჩნევს. სვანებს რომ ასე მტკიცედ არ შეენახათ ტრადიციები,არც ეს ვარაუდები იქნებოდა.