Montag, 3. März 2025

მეტეხის ტაძარი

მეტეხის ტაძარზე მრავალ ინფორმაციას მოიძიებთ: ააშენა ვახტანგ გორგასალმა, დაასრულა დაჩი უჯარმელმა, შეგხვდებათ ლეგენდები ფიცის გატეხვისა " მე ვტეხე ფიცი" და მტრის დამარცხებისა "მე ვტეხე მტერი", ამბავი წმინდა შუშანიკისა და კათალიკოს კირიონ პირველისა, ამბავი აბო ტფილელისა, თამარის ცრემლიანი ლოცვისა, რომელიც აქ ფეხშიშველი მოსულა, მონღოლთა მიერ გადამწვარი სამეფო სასახლეებისა, რომლებიც აქ ყოფილა, მძიმე ამბავი დემეტრე თავდადებულისა და ტაძრის აღდგენისა, სპარსელთა დენთის საწყობისა, ერეკლეს გრიგალივით შემოვარდნისა და ტაძრის კვლავ აღორძინებისა, რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულთა დაკითხვისა, რევოლუციისა და ახალი იდეების ჭიდილისა. მეტეხის ტაძარი მოგიყვებათ თბილისის გრძელ ამბავს და მთელი საქართველოს ისტორიას. დაამატეთ კიდევ ერთი ამბავი რომელსაც google-ში მხოლოდ დაწვრილებით ძებნის და კითხვის შემდეგ თუ მონახავთ. 1629 წელს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა/ირუბაქიძემ,ირბახად ცნობილმა, რომში პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი "ქართულ-იტალიური" ლექსიკონი გამოსცა და საქართველოში დაბრუნდა. ის დროებით მეტეხის ტაძარში მოღვაწეობდა. ტაძრებს უფრო ხანგძლივი ისტორია აქვთ, ვიდრე სახელმწიფოებს. აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიაში აშენდა, სახელწიფოზე მეტი გადაიტანა და დგას. აია-სოფიას და მეტეხის ტაძარები VI საუკუნეში აშენდა. იმდენი ნახეს google ვერ აღრიცხავს, ამიტომ იწყებენ მნახველები ქალაქის ისტორიის გაცნობას მათ კედლებთან.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen