Sonntag, 2. März 2025
შეკითხვები დავიწყებული ცივილიზაციისგან.
შორეულ წარსულთან მრავალი ძაფი გვაკავშიებს, მაგრამ წარსულის ლაბირინთები ისე გვაბნევს, ბევრ შეკითხვას ვერ ვპასუხობთ.
გილგამეშის ეპოსი მსოფლიო ლიტერატურის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ძვ. წ. XXVII საუკუნეში მცხოვრები ურუქის მეფის გილგამეშის ამბავს გვიყვება. შუმერები და მათი ენა გაქრა, მაგრამ სვანურმა ენამ მეხსიერებაში შუმერული სიტყვები, გრამატიკული სტრუქტურა,პირის ნიშნები, მრავლობითი რიცხვის წარმოების წესი, გეოგრაფიული სახელები, გვარები, რელიგიური რიტუალები, მუსიკალური საკრავები შემოინახა.ამას ამტკიცებენ მეცნიერები და ადასტურებენ ფაქტებით. სვანები ამბობენ, რომ მათ ენაზე მეშიალ მებრძოლს ნიშნავს.გილგამეში-გილგამეშიალ გილგა მებძოლია. გილგა ალბათ მეფის სახელი იყო, გილგამეში კი თიკუნი, მეტსახელი უნდა იყოს, როგორც "ბრწყინვალე", "აღმაშენებლი".
ნაწილი ემხრობა ამ თეორიებს, მეორე ნაწილი მტკიცებულებას საკმარისად არ მიიჩნევს.
სვანებს რომ ასე მტკიცედ არ შეენახათ ტრადიციები,არც ეს ვარაუდები იქნებოდა.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen